შრომის სამართალი

შრომის სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების სფეროა დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია “საქართველოს შრომის კოდექსი”. საკითხები, რომელიც შრომის კოდექსით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით.
ჩვენი იურისტთა გუნდი გთავაზობთ სრულ მომსახურებას შრომის სამართლის მიმართულებით, კერძოდ:
• შრომითი ხელშეკრულების (მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების) მომზადებას.
• შრომითი პოლიტიკების, კონფიდენციალობისა და კონკურენციის აკრძალვის ხელშეკრულებების მომზადებას.
• ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შემუშავებას.
• შრომის შინაგანაწესისა და სხვადასხვა ინსტრუქციების მომზადებას.
• შრომითი ურთიერთობების წარმოშობასთან, შეცვლასთან, შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივ დახმარებას.
• დამსაქმებლის ან დასაქმებულის კანონიერი ინტერესებსი დაცვას.
• ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები შრომითი ურთიერთობების სხვადასხვა საკითხებზე (წლიური შვებულება, ბიულეტენი, გათავისუფლების ანაზღაურება და სხვ).
• წარმომადგენლობას და კონსულტაციას სასამართლო დავებში (მათ შორის არბიტრაჟში) შრომითი ურთიერთობების თემაზე.
• შრომითი ხელშეკრულების ან/და შრომის პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზრაურების უზრუნველყოფას.