სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი ეს არის სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს სამართლებრივად თანასწორი სუბიექტების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ურთიერთობებს.
იურიდიული კომპანია „ლეგალ დეველოპმენტი“ გთავაზობთ სრულ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის დარგში გაერთიანებულ ყველა სფეროში, მათ შორის:
• სახელშეკრულებო სამართალი- მომსახურება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) – სესხის, ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის, იპოთეკის, ნარდობის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, შემოწმებას, კანონმდებლობის შესაბამისად მათ გამართვას და მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას.
• სამეზობლო სამართალი – დაგეხმარებით მეზობელი მიწის ნაკვეთების (სახლების, ბინების) მესაკუთრეებს შორის წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში/მოგვარებაში.
• ვალდებულებითი სამართალი – გთავაზობთ ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილი დავების მოგვარებას – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას წარმომადგენლობას, აგრეთვე დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე თქვენი უფლების დაცვას.
• საოჯახო სამართალი – ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენს სრულ მომსახურებას: კერძოდ: საქორწინო კონტრაქტის შედგენა, განქორწინების საკითხების მოგვარება, მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული დავების წარმოება, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირებას/გაზრდას და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებულ დავებში კონსულტაციას, წარმომადგენლობას და სხვა.
• მემკვიდრეობითი სამართალი – მომსახურება მოიცავს იურიდიული დახმარების გაწევასა და წარმომადგენლობას: სამკვიდროს მიღების პროცესში, სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობას და თქვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებსა და შედეგებზე კონსულტაციას, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას, სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას, მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში თქვენი ინტერესების დაცვას, ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას და ა.შ.