ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი ინტელექტუალურ საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს.

ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურება მოიცავს:

– სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, გამოგონების და სხვა სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის და სხვა შესაბამისი უფლების მოპოვებას;

– ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვას და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობას;

– საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადებას (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები), ასევე ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მომზადებას, თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება.