სისხლის სამართალი

ჩვენი კომპანია კლიენტებს ემსახურება საერთო სპეციალიზაციის, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების მეშვეობით, რაც განაპირობებს კლიენტისთვის ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას, კერძოდ:
1. კლიენტის ინტერესების/უფლებების დაცვა სამივე ინსტანციის სასამართლოში (საქალაქო/რაიონული სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი/საკასაციო სასამართლო)
2. უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
3. კლიენტისთვის სრული კონსულტაციის გაწევას, როგორც მისი სამართლებრივი მდგომარეობის და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების, ისე მასთან დაკავშირებული შესაძლო სამომავლო პროცედურების თაობაზე.
4. სამართალდამცავ ორგანოებთან მხარეთა ინტერესების და უფლებების დაცვა ნებისმიერ სტადიაზე და ა.შ