საკორპორაციო სამართალი

იურიდიული კომპანია „ლეგალ დეველოპმენტის“ იურისტთა გუნდი უზრუნველყოფს სრულ საკორპორაციოსამართლებრივ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს კომპანიათა საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის კორპორაციულ ურთიერთობებში წარმომადგენლობას, კორპორაციულ სტრუქტურირებას, კორპორაციული რეგისტრაციებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას, საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვას, წილის გასხვისებას, დაგირავებას, კომპანიის დაუფლებას, შერწყმასა, გამიჯვნას და შეერთებას. საკორპორაციო სამართლის მიმართულებით ჩვენ აგრეთვე ვუზრუნველყოფთ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაციასა და რეორგანიზაციას.
ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.
მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.