საბანკო სამართალი

აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით, იურიდიული კომპანია „ლეგალ დეველოპმენტის“ მომსახურების სპექტრი მოიცავს, როგორც კომერციული ბანკების სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილებას, ასევე ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას საბანკო პროდუქტების (სესხი, საბანკო გარანტია და ა.შ.) შეძენისას და კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სახის სადავო საკითხის გადაწყვეტისას.

ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ:
• საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს;
• საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას;
• საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას;
• კლიენტის სახელით მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას;