დისტანციური მომსახურება

იურიდიული კომპანია Legal Development გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას აუთსორსზე, რომელიც მოიცავს როგორც დისტანციურ, ასევე ადგილზე მომსახურეობის გაწევას, მთელი საქართველოს მაშტაბით. ცნობილია, რომ მეწარმე სუბიექტებისათვის აუთსორსი წარმოადგენს ბევრად უფრო მოსახერხებელს, რამდენიმე მიზეზის გამო:
1. მაღალი დონის მომსახურება- აუთსორსის შემთხვევაში თქვენ გემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია 10-დან 20 იურისტამდე. აღნიშნული მომსახურების მიღება ინდივიდუალურად ძალიან დიდ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული, რაც არამომგებიანია კომპანიისათვის. აუთსორსის შემთხვევაში მთლიანი გუნდი მუშაობს კომპანიის ცალკეული პრობლემისა თუ საკითხის გადაჭრისათვის, ხოლო შედეგად იღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას თქვენთვის ხელსაყრელ ფასად.
2. ხარჯების შემცირება – აუთსორსინგის შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ კომპანიაში იურსიტი თანამშრომლისთვის შესაბამისი ხარჯის გაღება, როგორიცაა მისთვის სამუშაო ადგილითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. შესაბამისად გეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლოთ იურისტთა მთელი გუნდით დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე.
3. მოქნილობა – დროის მენეჯმენტი წარმოადგენს სწორედ იმ უპირატესობას, რომელიც გააჩნია აუთსორსს. თქვენ არ ხართ დამოკიდებული ცალკეული იურისტი თანამშრომლის თავისუფალი დროის არსებობაზე, მოგეხსენებათ, შესაძლებელია შეზღუდულ დროში კომპანიას რამდენიმე საკითხი ქონდეს გადასაწყვეტი რასაც მარტივად დაარეგულირებს იურისტთა გუნდი. ეს ყოველივე კი გეხმარებათ ბიზნესის შეუფერხებლად წარმართვასა და ეფექტურ მართვაში.
სწორედ ზემოარნიშნული მიზეზების გამო, დღეს კომპანიათა უმრავლესობა მიმართავს აუთსორსს. იურიდიული კომპანია „ლეგალ დეველოპმენტი“ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს სრულფასოვანი მომსახურების გაწევას, რაც დაკავშირებულია: ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და ანალიზთან, წარმომადგენლობასთან ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში, წარმომადგენლობასთან ადმინისტრაციული და საგადასახადო საჩივრის განხილვისას. „ლეგალ დეველოპმენტი“ დაგეხმარებათ ლიცენზიების და ნებართვების მოპოვებაში. მომსახურეობა ასევე მოიცავს წარმომადგენლობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, რაც დაკავშირებულია მოლაპარაკებების წარმოებასთან საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას ინტელექტუალური სამართლის მიმართულებით, რაც მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და დაპატენტებას.