იურიდიული მომსახურება

Legal development მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის იურიდიულ მომსახურებას.

კონსულტაციას ახორციელებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი.

ჩვენი იურისტთა ჯგუფი დაგეხმარებათ გადაჭრათ საკონსტიტუციო, სამეწარმეო, სახელშეკრულებო, საბანკო, სადაზღვევო, საგადასახადო, გაკოტრების, ინტელექტუალური, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის რეგულაციას მიკუთვნებული საკითხები.

ჩვენ ვმუშაობთ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებთან და ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განახორციელონ წამყვანი საერთაშორისო ინვესტიციების, საფინანსო და საპრივატიზაციო საქმის წარმოება საქართველოში. ასევე, ვთავაზობთ დახმარებას მნიშვნელოვან სავაჭრო თუ სხვა კატეგორიის დავებში, როგორც სასამართლოში, ისე ადგილობრივ, თუ საერთაშორისო არბიტრაჟებში.

Legal Development -ი   იურიდიულ სერვისებს შემდეგი ფორმით სთავაზობს: იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი, რომელიც გულისხმობს კლიენტი კომპანიის ოფისში იურისტების მივლინებას, კონკრეტულ პროექტზე კონსულტაცია ჩვენს ოფისებში და დისტანციურად, წარმომადგენლობას ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან ურთიერთობაში, კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას სასამართლოებში მიმდინარე დავენზე, სამართლებრივი დასკვნების/ანალიზის მომზადებას და ასევე, ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში. Legal Development -ის  იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის, საბანკო, სადაზღვევო, სავაჭრო, სამშენებლო,საწარმოო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, სადისტრიბუციო და სხვა სფეროებში.